დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩია.
მედანში მცხოვრებმა მოსახლეობამ, უბნების მიხედვით მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლით უზრუნველყოფა,გარეგანათებების მოწყობა,წყლის მილების შეძენა და მედანის საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის სასმელი წყლით უზრუნველყოფა დაასახელა.
ლარას უბანში გარე განათებებისა და ხიდ-ბოგირების მოწყობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფა შეირჩა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში"შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში -644 000 ლარი დაიხარჯება.