ცხელი ხაზი : 599647050

დასახლების საერთო კრებები ადმინისტრაციულ ერთეულებში

16 თებერვალი, 2017

14 თებერვალს დაიწყო დასახლებების საერთო კრებები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოქალაქეთა მონაწილეობის ეს ფორმა უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში ქმედით ჩართულობას. საერთო კრება უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, განსახორციელებელი პროექტები თუ სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები. ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, გამგებლის მოადგილეები -თენგიზ ფიფია და სევერიანე შეროზია. შეხვედრაზე ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩეულიქნა საერთო კრების რჩეული, მდივანი და წევრი. მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა ცენტრალური და შიდა გზების მოწესრიგება, ჭაბურღილების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გააზიარე