ცხელი ხაზი : 599647050

დასუფთავების აქცია

7 ოქტომბერი, 2022

ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით,ქალაქის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

 ქალაქის მთელ პერიმეტრზე დასუფთავების აქციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ბენეფიციარები.

  დასუფთავების აქცია დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმშიც მიმდინარეობს.

  სისუფთავეზე ზრუნვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

  ამავდროულად ზღვაიას დასახლებაში დასუფთავდა ტერიტორიები.ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და ქალაქ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის გელა აბულაძის ჩართულობით ზღვაიას დასახლებაში ჩატარდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები. მერი მოსახლეობას გარე განათების სისტემის მოწესრიგეს დაპირდა და დაპირება უკვე დღეს სისრულეშია მოყვანილი.

 

გააზიარე