დასუფთავების მასშტაბური აქცია
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.მერიისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომელები, საგზაო დეპარტამენტი.
აქციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაცია დასუფთავდა. გუგე ცანავას სახელობის პარკში ხეები კირქვოვანი ხსნარით შეთეთრდა.
დღის ბოლოს კი ნარჩენებს ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცმანქანა გაიტანს.
დასუფთავების აქციის მიზანი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდაა.