დღეს, 15 სექტემბერს,2022-2023 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
დღეს, 15 სექტემბერს,2022-2023 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ახალ სასწავლო წელს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და საქართველოს დროშა აღიმართა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით,საჯარო სკოლებში , მათ შორის წალენჯიხის N 1 საჯარო სკოლაში მერის მოადგილე თამარ ბელქანია იმყოფებოდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჯარო სკოლის დირექტორმა ბადრი ბობოხიამ მიულოცა, განვლილი პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა და მომავალი წარმატებები უსურვა.
სიტყვით გამოსვლისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის, საჩინოს N2 (ნაგურუს) საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ფიფიას ხსოვნას .
მისასალმებელი სიტყვით მერის მოადგილე, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და მშობელი თამარ ბელქანია გამოვიდა და ყველას ორ წლიანი პანდემიის ფონზე სასკოლო ოთახებში დაბრუნება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა შვილებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალ სასწავლო წელს 3670-მდე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლე ისწავლის.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 300-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა. პირველკლასელები სავალდებულო საგნად ჭადრაკსაც შეისწავლიან.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღიმართა,ამ წლის პირველი ზარი დაირეკა და სასწავლო პრიცესიც განალდა.
ყველა პირველკლასელს, მოსწავლეს, პედაგოგებს,სტუდენტებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს.