ცხელი ხაზი : 599647050

დღეს , 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

26 May, 2023

  დღეს , 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

 დილიდან ქალაქის ცენტრში ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: ფრენბურთში, ტურნირი ბლიც ჭადრაკში, კარატე დოში, კარატე კუდოში, კრივში.

ასევე წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ვიოლინოს თანხლებით და ყვავილების გამოფენა- გაყიდვა.

 წალენჯიხის მთავარი ნიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო ამ დღისადმი მიხღვნილი მოკრძალებული ღონისძიება,რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღბანელი პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ისაუბრეს და დარბაზში დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

 13:00-დან მოეწყო ნეოგენის ახალგაზრდა ლიდერების აქტივობები ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში.სადაც კედელი სიმბოლურად მოიხატა სახელწოდებით-საქართველოს აღარ უნდა ჩრდილში,სინათლისკენ გადაფრინდა ჩიტი.

  წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პარალელურა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეიმკო.

 ღონისძიებები ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გაგრძელდება,. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი "თავისუფლება ოდითგან და დაუსრულებლად " - ავტორი თეა ქარჩავა. (ქრონომეტრაჟი 10 წთ.). სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი კი, ლიტერატურულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ.

შემდგომ საპატიო წალენჯიხელების წარდგენა-დაჯილდოება.

 დასასრულს კონცერტი ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.

#26მაისი

#ესდღეჩვენია

+62

გააზიარე