დღეს, 7 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.
დღეს, 7 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; მაია მიქავა-ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე, გონერ კვარაცხელია -ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის"თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;
ახალშობილები;
ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
იშვიათი დაავადების მქონე ბენეფიციარები;
ფსიქიური დაავადების მქონე ბენეფიციარები.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ისახავს მიზნად.