ცხელი ხაზი : 599647050

დღეს, 9 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში საბიუჯეტო პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, შეხვედრა გაიმართა

9 ივნისი, 2022

დღეს, 9 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში საბიუჯეტო პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გაიხსნა.

  ესწრებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია,ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"ს წევრები,მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

  2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების საკითხებზე, მხარეთა ჩართულობაზე , საინტერესო პრაქტიკაზე და გამოწვევებზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის , საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა სულხან სარიამ ისაუბრა.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ხაზი გაუსვა ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო ინდექსს. აღნიშნა, რომ პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში მთავარია მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები განხორციელდეს.

  შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ მოსახლეობასთან დიალოგში მოინიშნავენ სოფლისა და ქალაქის პრიორიტეტებს.

  თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად საკრებულოს 31 ოქტომბერს წარუდგენს.

  ფინანსური დოკუმენტი სრული ფორმით ფინანსთა სამინისტროს 15 ნოემბერს წარედგინება.

 მან ასევე ისაუბრა 17,18,19 ივნისს წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის ჩატარების თაობაზე, რომელიც წალენჯიხის მერიისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

 

გააზიარე