დღეს, ქალაქ წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე IT სკოლა ოფიციალურად გაიხსნა
დღეს, ქალაქ წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე IT სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.
IT სკოლას ონლაინ პლატფორმა Feedc-ს დამფუძნებლის, ჯგალის მკვიდრის, მომავლის ბიჭის ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა დუმბაძემ და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას თქმით: ეს პროექტი არის დიდი მონაპოვარი წალენჯიხელი ახალგაზრდებისათვის.
დღეს პირდაპირ ინვესტირება ხდება განათლებაში,მსოფლმხედველობის საფუძველი კი, ერუდირებული ახალგაზრდა თაობაა. ცივილიზებლული სამყაროს სწრაფვა მხოლოდ განათლებაშია.
პოლიტიკური გაერთიანება ,, ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განმარტებით: IT სკოლის იდეა ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც წალენჯიხელი ახლგაზრდები ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ თანატოლებს სხვადასხვა რეგიონიდან.
მისივე თქმით: წალენჯიხა გახდება სხვადასხვა მიმართულების მოდელი. IT სკოლის გახსნა კი, არის პირველი ნაბიჯი,რომელიც საფუძველს უყრის სხვა დანარჩენი პროექტის განხორციელებას.
,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მის გუნდს,ასევე თიბისი აკადემიის ხელმძღვანელს ზურაბ პერტაიას, ამ პროგრამის ხელმძღვანელს დავით შიოლაშვილს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელს გიორგი ისაკაძეს მხარდაჭერისათვის.
ღონისძიების მსვლელობისას, დაანონსდა, რომ სამომავლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში 300 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან გასაუბრების საფუძველზე 90 კანდიდატი შეირჩა.
IT სკოლაში სწავლება უფასო იქნება; სკოლა მეგობართა კლუბიდან, მამუკა ხაზარაძეს მიერ ფინანსდება.
ღონისძიების დასასრულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ჩამოსულ სტუმრებს,მეგობართა კლუბის წევრებს მხარდაჭერისათვის.
IT სკოლაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს კი,წარმატებები უსურვა.