დღეს,1 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა
დღეს,1 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;
ახალშობილთა ოჯახები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას.