ცხელი ხაზი : 599647050

 დილიდან მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს.

26 May, 2022

 დილიდან მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს.

 ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 კვირკველიების საგვარეულო კავშირმა მუზეუმს გრანელის ბიუსტი საჩუქრად გადასცა.

დამსწრე საზოგადოებას და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიმართეს,ისაუბრეს ტერენტისეულ პოეზიაზე და შემოქმედებაზე.

ღონისძიებაზე ტერენტის ცხოვრებისეულ დეტალებზე და მოღვაწეობაზე ისაუბრეს ასევე მისმა ახლობლებმა,კვირკველიების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლებმა.

 ტერენტის ბიუსტის ავტორი გახლავთ მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ნოდარ კვირკველია.

 მუზეუმს ასევე საჩუქრად გადასცეს კორნელი სანაძის მიერ შესრულებული ნახატი ტერენტის პორტრეტი.

  წალენჯიხის მკვიდრმა არონ შანავამ კი, 1926 წელს გამოცემული ბროშურა N3 გადასცა საჩუქრად.

 ღონისძიების დასასრულს ტერენტის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.

 ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ტაძრის ეზოში საფუძველი ჩაეყარა ადგილს, სადაც ახლო მომავალში კვირკველიების გვარის შემოწირულობით დეკანოზ მოსე კვირკველიას ბარელიეფი გაიხსნება.

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

გილოცავთ 26 მაისს

ეს დღე ჩვენია

#26მაისი

 

გააზიარე