ექსპედიცია ტობავარჩხილისკენ, უმოკლესი მარშუტის აღმოსაჩენად
27-28 მაისს,შედგა ექსპედიცია ტობავარჩხილისკენ, უმოკლესი მარშუტის აღმოსაჩენად .
დღეს, 3 ივნისს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,ექსპედიციის წევრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ხარჩილავასთან იმყოფებოდნენ.
საუბარი შეეხო ბილიკის არსებობას, რომელიც 60 იან წლებში ჩამოწოლილმა მეწყერმა დაფარა და წლების განმავლობაში გამოუსადეგარი გახადა.
ძიების პროცესში ექსპედიციამ არაერთი ბუნების საოცრება, ულამაზესი ხეობები და ჩანჩქერი აღმოაჩინა.
ექსპედიციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ახალი მარშრუტი გზას 7 კილომეტრით ამცირებს და შესაბამისად გზის გასავლელად ვიზიტორებსაც ერთი დღით ნაკლები დრო დასჭირდებათ.
ერთერთი უმთავრესი პრობლემა, როგორც ტურისტებისთვის ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და მწყემსებისთვის, კირნახონას მიდამოებში ჩამოწოლილი მეწყერია.
აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გიორგი ხარჩილავამ მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ ტერიტორიის მეწყერისაგან გასათავისუფლებლად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.