ცხელი ხაზი : 599647050

ესტონელი სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ

8 სექტემბერი, 2022

ესტონელი სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ.

 ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის სოფელ არუკულას,ანსამბლ"ლუთური"-ს წევრები, ხელმძღვანელი-ტიტე სარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სტუმრობდნენ.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან ერთად საკრებულოს წევრები,ანსამბლ "ბედინერა"-ს წევრები ესწრებოდნენ.

 ანსამბლს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 შეხვედრის მსვლელობისას,სტუმრებმა ესტონური სიმღერები შეასრულეს.

  აღსანიშნავია, რომ ესტონელების ჩამოსვლას საფუძვლად უდევს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ანსამბლ "ბედნიერა"-ს მონაწილეობა ესტონეთში გამართულ ფესტივალზე.

 ჩამოსულმა სტუმრებმა დღევანდელ შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ საფუძველი ჩაეყრება ესტონეთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საკითხს.

 სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს პატივისცემა და ქალაქებს შორის მეგობრობის სურვილი დაუდასტურეს.

 ესტონელები მუნიციპალიტეტში 15-სექტემბრამდე დარჩებიან,ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს,დაათვალიერებენ წალენჯიხის ღირსშესანიშნავობებს, ანსამბლ "ბედინერასთან"ერთად, ღია ცის ქვეშ, ხალხური სიმღერის კონცერტებს გამართავენ.

 

გააზიარე