ცხელი ხაზი : 599647050

 ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გრძელდება

10 მარტი, 2022

 

 ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გრძელდება.

 საგრანტო პროგრამა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, M4EG, ფარგლებში ხორციელდება.

 M4EG პროექტი საშუალო და მცირე ზომის ურბანულ დასახლებებზეა ორიენტირებული.

საგრანტო კომპონენტის გარდა, ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომების სწავლებას და ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავება, სტრატეგიული ხედვა და მდგრადი ურბანული განვითარება.

 პროექტის ფარგლებში, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პრველი მოადგილე ლაშა ზარქუასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პროექტის „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორმა სალომე გუგუშვილმა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა საჯაიამ.

 

გააზიარე