ცხელი ხაზი : 599647050

გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უანგარო დონაცია გაიმართა

12 ოქტომბერი, 2022

გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უანგარო დონაცია გაიმართა.

 უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა.

უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

 სისხლის დონაცია არის პროცესი,როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს, სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, სისხლის ხელმეორედ ჩაბარება კი შესაძლებელია 2 თვის შემდეგაც.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე.

თუ თქვენი წონა 50 კგ. და მეტია.ლ;

არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი -B C, შიდსი,სიფილისი.

არ ხართ დაავადებული მალარიით,არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი,ბოლო სამი თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;

ორი თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ,არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;

ქალებს ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გქონიათ ორსულობა,ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

 

გააზიარე