გამწვანების აქცია გრძელდება
გამწვანების აქციის ფარგლებში მწვანე ნარგავების დარგვის სამუშაოები გრძელდება.
აქციის ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან სხვადასხვა სახეობის ნარგავი დაირგო.
სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე გაეცნენ.
გამწვანების სამუშაოებს წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.
წალენჯიხის გამწვანებაში მერის წარმომადგენელი გია ჯინჯოლავა აქტიურადაა ჩართული.