გამწვანების აქცია გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გრძელდება.
აქციის ფარგლებში დღეს 3 მაისს, გუგე ცანავას სახელობის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, წარმოშობით წალენჯიხელი ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო.
ხის დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,საკრებულოს წევრებმა ,მერის წარმომადგენლებმა. ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკურმა ჯგუფმა.
გიორგი ხარჩილავას თქმით:ეს აქცია, რომლის სახელწოდებაც არის "ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპარი" , მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შექმნას.