გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს!
დილიდან
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება იმართება.
გუგე ცანავას სახელობის პარკში დაიწყო ნახატების,ხელოვნების ნიმუშებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
ალიკა შანავას სახელობის სპორტდარბაზში კი ნორჩ ფეხბურთელთა მონაწილეობით მინი ფეხბურთი მიმდინარეობს.
ასევე გთავაზობთ მთელი დღის განრიგს:
დილის 11:00 საათზე, გრანელის სახლ-მუზეუმს კვირკველიების საგვარეულო კავშირი გრანელის ბიუსტს საჩუქრად გადასცემს.
13:00 საათზე,ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში საფუძველი ჩაეყრება ადგილს, სადაც ახლო მომავალში კვირკველიების გვარის შემოწირულობით გაიხსნება დეკანოზ მოსე კვირკველიას ბარელიეფი.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუსიკალური და სპორტული აქტივობები გაიმართება.
მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშების გამოფენები.
13:00 საათზე კონცერტი სხვადასხვა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით დაიწყება.
15:00 სთ.ქალაქ წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი-"ღვთისკაცი ექვთიმე"-ს ჩვენება გაიმართება.
სპორტული ღონისძიებები:
10:00 სთ.-ჭიდაობა(წალენჯიხის ჭიდაობის დარბაზი);
11:00 სთ.-მძლეოსნობა(გუგე ცანავას სახელობის პარკი);
11.00 სთ. მოყვარულთა ლიგა(ფეხბურთის ცენტრი და სასპორტო ცენტრი);
11:00 სთ.ჭადრაკი(საჩვენებელი თამაში წალენჯიხის ჭადრაკის სახლი);
12:00 სთ ფიტნესი(ძალოსნობა) წალენჯიხის გუგე ცანავას პარკი;
12:00 სთ. კინგბოქსინგი( ზღვაიას დასახელება)
13:00 სთ.მინი ფეხბურთი (წალენჯიხის სპორტკომპლექსის დარბაზი);
13:00 სთ.კალათბურთი-(წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკი);
15:00 სთ.მაგიდის ჩოგბურთი (გრანელის სახელობის პარკი);
16:00 სთ. ვაჟთა კალათბურთი(გრანელის სახელობის პარკი);
17:00 სთ. დომინო(ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული , საკლუბო გაერთიანების შენობა).
16:00 სთ.წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ფეხბურთის ცენტრალურ მოედანზე ფინალური შეხვედრა მოყვარულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა
გილოცავთ 26 მაისს
ეს დღე ჩვენია