ცხელი ხაზი : 599647050

გიორგი ხარჩილავა საჩინოს მოსახლეობას შეხვდა და სტიქიის შედეგების მოგვარებაზე ისაუბრა

3 ივლისი, 2023

 როგორც ცნობილია ძლიერი წვიმის შედეგად,საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა,რის გამოც

12 ოჯახი ჩაიკეტა,

დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება.

 დაზიანდა შიდა საუბნო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

 სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო აქვე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.აღნიშნა,რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს დროში აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.

 ასევე,სანამ ახალი ხიდი აშენდება,აუცილებელია ხიდს გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის ალტერნატიული გზის ფორმირება და დაკავშირება მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალთან.

წალენჯიხის მუნიციპაიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მოსახლეობა შესაბამის მარშრუტზე შეჯერდნენ.

+8

გააზიარე