ცხელი ხაზი : 599647050

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2018
დასრულების თარიღი: 15 თებერვალი, 2018

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს აუქციონს

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში    არსებული  

 ქონების  საჯარო აუქციონის   ფორმით 

 პრივატიზების  შესახებ

 

N

მუნიციპალური ქონების მისამართი და ადგილ- მდებარეობა,

 

 

მუნიციპალიური  ქონების   დასახელება 

საკასტრო კოდი

საწყისი საპრივატიზებო საფასური (ლარი)

,,ბე“-ს  საფასური

(ლარი)

ბიჯის საფასური

(ლარი)

აუქციონის პირობა

შენიშვნა

1

ქ. წალენჯიხა რუსთაველის ქუჩა

მშენებარე შენობა-ნაგებობა დამაზე დამაგრეული 103 კვმ არა ს/ს დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ N47.11.43.388

10700

1100

300

 ობიექტის მშენებლობის დამთავრება 1 წლის ვადაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                           აუქციონში   მონაწილეობის  წესი   და  პირობები

1. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%–ზე ნაკლებია.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონატორს  წარუდგენს:

 ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის შესახებ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქონების საწყის საფასურს, რომლის შეძენა სურს მონაწილეს.

  ბ) ,,ბე’’–ს და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის (ფიზიკური პირებისათვის შეადგენს-50 ლარს. იურიდიული პირებისათვის--100 ლარს) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან, გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  (მოძრავ ქანებზე-300393332);(უძრავ ქონებაზე-300393313; არა ს/ს მიწაზე 300393390)

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის (პასპორტი) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში).

  დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობლობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი  მოქმედებს სხვა პირის სახელით.

  ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

ვ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ,,ბე“ და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითეული ქონებისათვისათვის ცალ-ცალკე.

3. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი ყველა  დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუქციონატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“,იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს  გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო  აუქციონში მონაწილის სტატუსს.

4.  მონაწილეს უფლება აქვს  ,,ბე“-ს  დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.

5.   მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

   ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია ამ პირობების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მოთხოვნები.

6. აუქციონში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას

7. აუქციონში მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, აუქციონატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

8. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს  მონაწილეთა რაოდენობას.

9.   აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

10. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია  მონაწილეთა  დარბაზში გადაადგილება.

11. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან  დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატური აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და მეაუქციონეს მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც მეაუქციონეს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 

12. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდაული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

13. თუ საჯარო  აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების  ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება. 

14.თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და  მონაწილეებს შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდებათ.

15. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც, საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ,,ბე’’, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.  მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

16. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა და გარიგება განისაზღვრება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.

17. საჯარო აუქციონი ტარდება მის გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან  დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

     საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2018 წლის   17    იანვრიდან  10:00 სთ–დან  2018 წლის    15    თებერვლის 13:00 საათამდე. 

 

                                აუქციონი   ტარდება  2018 წლის   15      თებერვალს   15:00 საათზე

                           მისამართი: ქ. წალენჯიხა სალიას ქ. N5. ტელეფონი 599–85–71–09

                      

 

                           მუნიციპალიტეტის გამგებელი:                          ბ. ფარცვანია

 

 

გააზიარე