ცხელი ხაზი : 599647050

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

გამოქვეყნების თარიღი: 17 ივნისი, 2019
დასრულების თარიღი: 16 ივლისი, 2019

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს აუქციონს

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში    არსებული  

                                 ქონების  საჯარო აუქციონის   ფორმით   პრივატიზების და იჯარის

                                               ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ

 

                                                                                                        N

მუნიციპალური ქონების მისამართი და ადგილ- მდებარეობა,

 

 

მუნიციპალიური  ქონების   დასახელება 

საკადასტრო კოდი

საწყისი წლიური საიჯარო ქირის საფასური (ლარი)

,,ბე“-ს  საფასური

(ლარი)

ბიჯის საფასური

(ლარი)

საწყისი საპრივატიზებო საფასური (ლარი)

შენიშვნა

1

ქ. წალენჯიხა ზღვაიას დასახლება

ყოფილი სავადმყოფოს შენობა-ნაგებობა  ს/კ N47.11.48.125

 

300

150

3000

 

2

ქ.წალენჯიხა სალიას  ქუჩა

429 კვ.მ არა საცხოვრებელი ფართი ს/კ N47.11.43.288.01/503

 

6700

3350

67000

 

3

ქ.წალენჯიხა სალიას  ქუჩა

43 კვ.მ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ N47.11.43.501

 

 200

 100

2000

 

4

 ქ. წალენჯიხა გრანელის ქუჩა

 42,5 კვ.მ არა საცხოვრებელი ფართი  ს/კ N47.11.44.019.01/506

 

 650

320

6300

 

5

ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეული

80 კვ.მ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ N47.14.35.176

 

120

60

1200

 

 

 

 

აუქციონში   მონაწილეობის

წესი   და  პირობები

1. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%–ზე ნაკლებია.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონატორს  წარუდგენს:

 ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის შესახებ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქონების საწყის საფასურს, რომლის შეძენა (სარგებლობაში აღება)  სურს მონაწილეს.

  ბ) ,,ბე’’–ს და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის (ფიზიკური პირებისათვის შეადგენს-50 ლარს. იურიდიული პირებისათვის--100 ლარს) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან, გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  (მოძრავ ქანებზე-300393332);(უძრავ ქონებაზე-300393313; არა ს/ს მიწაზე 300393390) . სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში: მოძრავ ქონებაზე-300393224; უძრავ ქონებაზე-300393212; მიწაზე--300393047.

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის (პასპორტი) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში).

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობლობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველიმოქმედებს სხვა პირის სახელით.

ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

ვ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის ან სარგებლობაში გადაცემაზე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ,,ბე“ და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითეული ქონებისათვისათვის ცალ-ცალკე.

3. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი ყველადოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუქციონატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირსგადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯაროაუქციონში მონაწილის სტატუსს.

  1.  
  2.  

ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად ;

ბ) დარღვეულია ამ პირობების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მოთხოვნები.

6. აუქციონში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს განსაკარგავ ქონებას.

7. აუქციონში მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, აუქციონატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

8. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებსმონაწილეთა რაოდენობას.

  1.  

10. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო (სარგებლობაში გადასაცემი)ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ან (საწყისი საიჯარო ქირის) საფასურისგამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელიამონაწილეთადარბაზში გადაადგილება.

11. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი (საპრივატიზებო, საიჯარო ქირის) საფასურიდანდაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატური აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და მეაუქციონეს მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად ან სარგებლობაში გადაცემულადიმ მონაწილეზე, რომელმაც მეაუქციონეს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

12. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ან იჯარით გაცემისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდაული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

13. თუ საჯაროაუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯაროაუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულებისხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება.

14.თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ დამონაწილეებს შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდებათ.

15. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც, საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ,,ბე’’, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

16. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ან სარგებლობაში გადაცემისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ან მეიჯარის პასუხისმგებლობა და გარიგება განისაზღვრება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.

17. საჯარო აუქციონი ტარდება მის გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ანდასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

     საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის  17  ივნისიდან 10:00 სთ–დან  2019 წლის   16 ივლისის  13:00 საათამდე. 

 

                                აუქციონი   ტარდება  2019 წლის  16 ივლისს   15:00 საათზე

                           მისამართი: ქ. წალენჯიხა სალიას ქ. N5. ტელეფონი 599–85–71–18

                      

 

 

 

 

გააზიარე