ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა
დღეს, 27 ოქტომბერს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელშეწყობით, წალენჯიხის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის - ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა მოეწყო.
თვითნასწავლი მხატვრის თქმით: ის ბავშვობიდან ხატავს. მისი ნამუშევარი ზეთოვანი საღებავითა და ფუნჯითაა შესრულებული.
ნახატებში ასახულია მრავალფეროვანი განწყობა.ქალბატონი ინგასთვის ხატვა არის როგორც თერაპია.
თვითნასწავლი მხატვარია არამარტო ინგა,არამედ მისი ძმაც,რომელიც ამავე დროს ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატია.
ინგა კაკაჩიამ 1984 წელს დაამთავრა ობუჯის საშუალო სკოლა.
სწავლის პერიოდში აფორმებდა კედლის გაზეთებს,ასევე წარმატებით მონაწილეობდა მოსწავლეთა ნახატების სასკოლო თუ, სარაიონო გამოფენებში.
როგორც თვითნასწავლმა მხატვარმა თქვა: ამ ღვთით ბოძებული ნიჭის განვითარებისთვის არ უზრუნვია და სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა სამარის საავიაციო სასწავლებელში.
1988 წელს მიიღო ბორტგამცილებლის სპეციალობა.
2007 წელს კი, ჩააბარა თბილისის სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტში და მიიღო ვეტერინარის სპეციალობა.
თავისი პროფესიით წლებია მუშაობს წალენჯიხაში.
დღეს, ინგა კაკაჩიას პერსონალური ნახატების გამოფენაზე იმყოფებოდნენ: კულტურის,ბიბლიოთეკის სფეროს წარმომადგენლები, ობუჯის სკოლის პედაგოგები,მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები, როგორც საჩინოდან ასევე,მშობლიური ობუჯიდან და მისი შემოქმედებით დაინტერესებული პირები.
გამოფენა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება გააცნო ობუჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა და მისმა უახლოესმა ნათესავმა,მანანა კაკაჩიამ.
თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები შეაფასეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს გამოფენაზე მოწვეულმა სტუმრებმა.
აღსანიშნავია,რომ ინგა კაკაჩიას საკუთარი ლექსი მიუძღვნა და მისივე ავტორობით გამოცემული წიგნთა კრებული უსახსოვრა პოეტმა ლია ანთიამ. ასევე, კულტურის ცენტრის სახელით ყვავილები მიართვა და სიმბოლური საჩუქარი ნინო მიქავამ გადასცა.
ახალგაზრდა ხელოვანი ქალბატონის შემოქმედებაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა მღვდელმა ილია სარიამ.
თვითნასწავლი მხატვრისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,, მაფშალია"-მ გაალამაზა.