„ინფორმირებული ქალები ცვლილებებისთვის“
„ინფორმირებული ქალები ცვლილებებისთვის“
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოიადგილე თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ა(ა)იპ „დავიწყოთ ახლა“-ს თავმჯდომარე ნანა გოგოხია იმყოფებოდა.
შეხვედრას ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის,ადმინისტრაციული სამსახურის,საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში ხათუნა თორდია და ა(ა)იპ „დავიწყოთ ახლა“-ს თემის მობილიზატორი მარი ზაქარაია ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა იყო: გენდერული თანასწორობა,როგორც მდგრადი განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზანი.
არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ინფორმირებული ქალები ცვლილებებისათვის“ და „დავიწყოთ ახლა“ერთობლივად ახორციელებენ პროექტს კონფლიქტისპირა სოფლებში ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ოკუპირებული გალის სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი აქტიური ქალებისა და გოგონების გაძლიერება ტრენინგების მეშვეობით და გენდერული საბჭოს დაახლოება ადგილობრივ ქალებთან.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისში, საინფორმაციო სახის შეხვედრა 6 სოფელში გაიმართება.
მომავალში კი, სამუშაო შეხვედრები წალენჯიხაში გენდერული საბჭოს თავმჯდომარესა და მის წევრებთან ერთად შედგება.