IT სკოლაში საჯარო ლექცია "NASA და საქართველო" გაიმართა
18 იანვარს, წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში საჯარო ლექცია "NASA და საქართველო" გაიმართა.
ლექცია წაიკითხა რამაზ ბლუაშვილმა, რომელიც კინოდოკუმენტალისტი და ამ შემთხვევაში მეცნიერების ხელშემწყობი ფონდის- "NOVA"-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელი გახლავთ.
როგორც ლექციისას აღინიშნა, 2016 წლიდან დღემდე, რამაზ ბლუაშვილმა განახორციელა არაერთი პროექტი, რომელიც დაკავშირებულია 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში, ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ გაგზავნის ისტორიულ ფაქტთან.
შეხვედრას სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ.