ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა
ღეს, 23 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ : თამარ ბელქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე , გელა სალია მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მერაბ შონია - მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
დღის წესრიგი გახლდათ :
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: მერაბ შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საკრებულოს აპარატზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საწვავისა და მობილური ტელეფონების ხარჯების ლიმიტის დაწესების შესახებ
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვების, ქ. წალენჯიხის მაიაკოვსკის ქუჩისთვის ვალერი ჭანტურიას სახელის მინიჭების, მიზანშეწონილობის თაობაზე;
6. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური ქუჩისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების, მიზანშეწონილობის თაობაზე;
7. საკრებულოს სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
ასევე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები.
ხსდომის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესთან დაკავშირებით.
საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მერაბ შონია.
სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი.
სხდომის ტრანსლაცია იხ: https://fb.watch/blK_tSR8ng/