ჯავრიშვილკის კლინიკა ოფთალმიჯის მიერ წალენჯიხაში კატარაქტას ოპერაცია ჩატარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერით, ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯისა” და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში , დღეს,პირველად ტარდება ლაზერული ოპერაცია კატარაქტაზე,იმ პაციენტებისათვის,ვინაც გაიარა უფასო სამედიცინო გამოკვლევა და დაუდგინდა ოპერაციული ჩარევა.
თვალის ოპერაცია მოძრავ საოპერაციო ბლოკში ჩატარდა.
პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდნენ. ოპერაცია დღეს 20-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ „ოფთალმიჯი“უფასო სქრინინგის პროგრამის ფარგლებში,მუნიციპალიტეტში პერიოდულად ატარებს გამოკვლევებს გლაუკომასა და კატარაქტას გამოსავლენად,რომელიც კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
ხვალ 22 აპრილს კი ოპერაცია გვლილი პაციენტებისა და გამოკვლევების საჭიროების მქონე პირებისთვის კონსულტაციები და გამოკვლევები დილის 12:00 საათიდან დაიწყება ქალაქ წალენჯიხაში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის პირველ სართულზე.