ცხელი ხაზი : 599647050

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული

ლევანი კვარაცხელია

წარმომადგენელი ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ- 591 91 42 43
emeil- levanijgali@gmail.com

განათლება- უმაღლესი

09.2000 - 06.2004  წწ  დაამთავრა  თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი

ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგი
ბაკალავრი

სპეციალობა- ფიზიკა-მათემატიკოსი

სამუშაო გამოცდილება:

 2012-13 წწ.სსიპ-კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის   საჯარო სკოლა-დირექტორის მოადგილე.
2004 წლიდან დღემდე-სსიპ-კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის   საჯარო სკოლა- ფიზიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი.

 

ენების  ცოდნა- ქართული
(წერა:C2, მეტყველება:C2),
ინგლისური
(წერა:B1, მეტყველება:B1),

კომპიუტერული  პროგრამები- Microsoft Office Word
( ძალიან კარგი),
Microsoft Office Excel
( ძალიან კარგი),
Microsoft Office PowerPoint
( ძალიან კარგი),
Microsoft Office Outlook
( ძალიანკარგი

ოჯახური  მდგომარეობა-დაოჯახებული 

 

ჯგალი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე).  მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზუგდიდიდან 29 კმ-ით.  
სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან-თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია: სქური, ლეთოფურე, კანთი.
ჯგალიდან თბილისამდე მანძილი საავტომობილო გზით 374 კმ-ია. ჯგალიდან ზუგდიდამდე 30 კმ-ია, წალენჯიხამდე 7 კმ, ფოთამდე კი - 72 კმ. სოფ. ჯგალს ესაზღვრება შემდეგი სოფლები: ჩრდილო-დასავლეთით — სოფ. საჩინო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სოფ. მედანი, სამხრეთით — სოფ. მიქავა (ფუქი) და აღმოსავლეთით — სოფ. მუხური.
სოფ. ჯგალი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვხვდება ჰიდრორესურსები, ხე-ტყის რესურსები, მინერალური წყალი „სქური“, მინერალი დოლომიტი.
 
 

გააზიარე