ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღამოს 22:00 საათიდან მიმდინარეობს

31 იანვარი, 2022

  ქალაქ წალენჯიხაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღამოს 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

  ღონისძიება სიმღერა კუჩხიბედინერითა და მრავალჟამიერით გახსნა ანსამბლმა ბედინერამ.

  საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

  საღამო DJ ALE-ს კონცერტით გაგრძელდა. თოვლის ⛄ ბაბუამ პატარებს საჩუქრები დაურიგა.

 აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ გამოცხადებულიქნა კონკურსი საუკეთესო ესსე,ვიდეორგოლი და ნახატი.გამარჯვებულები(მარიამ ზარქუა,ლიკა ქარჩავა, ხათუნა ოთხოზორია,მარი გოგილავა და მარიამ შეროზია) ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ამავდროულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის სახანძრო -სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკას კი, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ საჩუქრად ლეპტოპი გადასცა.

 ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

+54

გააზიარე