ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში განსახორციელებელი პროექტების შედგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა დაიწყო

20 May, 2022

  ქალაქ წალენჯიხაში განსახორციელებელი პროექტების შედგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა დაიწყო.

  აღნიშნულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ და ამავე სამსახურის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელიამ ქალაქ წალენჯიხაში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შედგენილი დოკუმენტაცია განიხილეს.

 უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ წალენჯიხაში ეკლესიის მიმდებარედ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზის, სალიას, ხობელიას და ტაბიძის ქუჩების რეაბილიტაციის

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობდა და შედგენილია სავარაუდო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება.

 მერის პირველი მოადგილის, ლაშა ზარქუას განმარტებით, დამპროექტებლებმა მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგინეს ზემოთ აღნიშნული პროექტების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება , რომლის სრულად შეჯერების შემდეგაც , მერია პროექტს ჩაიბარებს და გამოცხადდება ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე.

 

გააზიარე