ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა

12 ივნისი, 2023

 ქალაქ წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა.

 საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად საარჩევნო პროცესში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ. არჩევნებში 204-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭოში 18 წევრი აირჩია.

 საარჩევნო პერიოდში მერიის წარმომადგენლები ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ და თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სათემო საზოგადოებრივი საბჭოების ამოქმედების გამო.

 შეხვედრებზე მერიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებისგან მათ უბნებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

 შეხვედრები ქალაქ წალენჯიხაში, ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, რამდენიმე უბანში გაიმართა.

+2

გააზიარე