ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხის უმწეოთა სასადილოს 124 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი დაურიგდა

30 დეკემბერი, 2022

 ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით,დღეს, ქალაქ წალენჯიხის უმწეოთა სასადილოს 124 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი დაურიგდა.

 საახალწლო ნობათი ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ გადასცეს და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცეს.

 აღსანიშნავია,რომ საახალწლო ნობათი მთლიანობაში ქალაქ წალენჯიხისა ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოების 224 ბენეფიციარმა მიიღო

+11

გააზიარე