ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს 120 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი დაურიგდა

29 დეკემბერი, 2022

 ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით,დღეს, ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს 120 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი დაურიგდა.

  საახალწლო ნობათი ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ გადასცეს და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცეს.

  საახალწლო საჩუქრები ხვალ წალენჯიხის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებსაც გადაეცემა.

აღსანიშნავია,რომ საახალწლო ნობათს მთლიანობაში წალენჯიხის უმწეოთა სასადილოების 224 ბენეფიციარი მიიღებს.

+12

გააზიარე