ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია გრძელდება
ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა მოედნის საფარი. იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება ინდივიდუალური სკამები.
სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა,სპორტსმენებისთვის მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები.
იცვლება განათებისა და წყლის სისტემები.
აღნიშნული სამუშაოები "ფორმულა"ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.