ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იცვლება ტრიბუნები, საფეხბურთო მოედნის საფარი, მონტაჟდება ინდივიდუალური სკამები, სრულად რეაბილიტირდება ადმინისტრაციული შენობა,სპორტსმენებისთვის მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები. იცვლება განათების და წყლის სისტემები.
პროექტის მიმდინარეობის პირველი ეტაპის სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული სამუშაოები "ფორმულა"ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.