ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჯვარში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იცვლება ტრიბუნები, საფეხბურთო მოედნის საფარი, მონტაჟდება ინდივიდუალური სკამები, სრულად რეაბილიტირდება ადმინისტრაციული შენობა,სპორტსმენებისთვის მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები. იცვლება განათების და წყლის სისტემები.
ამ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული სამუშაოები "ფორმულა"ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.