ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქი წალენჯიხა და ქალაქი ჯვარი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა აქციას

1 მარტი, 2022

 ქალაქი წალენჯიხა და ქალაქი ჯვარი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა აქციას, სახელწოდებით "დიდება უკრაინას".

აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და მოქალაქეებმა,რომლებმაც დაგმეს რუსული აგრესია და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,რომლებმაც მადლობა გადაუხადეს იმ მებრძოლებს,ვინც უკრაინაში საქართველოს სახელით იბრძვიან.

ასევე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მკვიდრი, ეროვნული მოძრაობის წევრი მზია უბილავა.

 შეხვედრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თაკო ზარქუას მიჰყავდა

ისმოდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, ასევე გამოფენილიქნა ორივე ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

#გავერთიანდეთუკრაინისთვის

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/photos/pcb.4904789776280019/4904789359613394/

 

 

 

გააზიარე