ცხელი ხაზი : 599647050

 კიდევ ერთი ახალი პროექტი,რომელიც ფორმულა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

16 ივლისი, 2023

 კიდევ ერთი ახალი პროექტი,რომელიც ფორმულა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი სრულად რეაბილიტირდა.

აღნიშნულ პროექტი ფორმულა ჯგუფისა და მერიის ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდა .

 პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, გარე ფასადი, მოეწყო სველი წერტილები,გათბობის სისტემა, განათებები, დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა,შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

ეს უკვე მესამე პროექტია, რომელიც ფორმულა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.

 თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური ჭადრაკის სახლი თაობებს მოემსახურება.

 თანამედროვე სტანდარტების დონის მულტიფუნქციური ჰაბი არის სივრცე სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ერთ სივრცეში შეძლონ როგორც ჭადრაკის შესწავლა ასევე შეიძინონ ახალი უნარჩვევები და მიიღონ მეტი განათლება.

 მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისმერი გიორგი ხარჩილავა,მერის მოადგილე თამარ ბელქანია,სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია, საჭადაკო სახლის დამაარსებელი წალენჯიხაში ზურაბ მიქავა,ფორმულა ჯგუფის დამაარსებელი ზურა გუმბერიძე და პოლიტიკოსი პეტრე ცისკარიშვილი.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცეკვის ანსამბლმა"სამა"-მ, სიმღერის ანსამბლებმა"ბედინერამ" და "ლაკადამ".

 ჭადრაკის სკოლის მოსწავლეთათვის ერთობლივი საჭადრაკო სეანსი ჩაატარა ზუგდიდელმა მწვრთნელმა გიორგი სართანიამ.

+40

გააზიარე