ლეილა ზარქუას ნახატების გამოფენა-გაყიდვა
დღეს, 7 ივლისს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, წალენჯიხის მკვიდრის, ლეილა ზარქუას ნახატების გამოფენა-გაყიდვა პირველად გაიმართა.სადაც წარმოდგენილი იყო 140- მდე უნიკალური ნაშრომი.
გამოფენა-გაყიდვაზე იმყოფებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, პედაგოგები, ლეილა ზარქუას მეგობრები,ახლობლები.
ხელოვან ქალბატონს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და სხვა სტუმრებმა.
როგორც თვითნასწავლმა მხატვარმა
აღნიშნა,სულ 300 -მდე ნახატი შექმნა,
ასევე მისი თქმით, 2 წელია რაც აქტიურად მიჰყო ხელი მხატვრობას და უზომოდ არის შეყვარებული ხელოვნების ამ დარგზე.
დასასრულს, ქალბატონმა ლეილამ ამ დღის გალამაზებისა და თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, მთავარი ბიბლიოთეკისა და წალენჯიხის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციას.