ცხელი ხაზი : 599647050

ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი"ს,დახურვის საზეიმო ცერემონიალი

19 ივნისი, 2022

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი"ს,დახურვის საზეიმო ცერემონიალი, სიმბოლურად,დღეს 19, ივნისს ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

  ფესტივალის შეჯამებაზე სიტყვით წარსდგნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, პოლიტიკოსი, " ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტები, მწერლები,ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა პირები.

 გამყოფ ხაზთან მცირე ლიტერატურული პერფორმანსი მოაწყვეს რატი ამაღლობელმა, პაატა შამუგიამ, ნიკა ლაშხიამ, დიანა ანფიმიადიმ, ნატო ინგოროყვამ, გიორგი შონიამ, თეა თოფურიამ, შოთა იათაშვილმა, ერეკლე დეისაძემ, თემურ ელიავამ, ბათუ ქუთელიამ, გიორგი ბუნდოვანმა და სხვებმა.

 თითოეულმა მონაწილემ ყურადღება აფხაზეთისა და უკრაინის თემაზე გაამახვილა და ყველა ლექსი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მიუძღვნა.

 ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარსდგა ქალაქ ჯვარის ვაჟთა ვოკალური ჯგუფი-"თაშ რე", რომელმაც რამდენიმე პატრიოტული სიმღერა შეასრულა.

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელის“დასასრულს კი, სპეციალური ჯილდო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მწერალს,მთარგმნელსა და კრიტიკოსს ლერი ალიმონაკს გადაეცა.

 ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" ქართული ჰიმნის თანხლებით დასრულდა, სადაც აღინიშნა, რომ ეს ფესტივალი მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბით აღინიშნება.

 

გააზიარე