ცხელი ხაზი : 599647050

მ/წლის 28 ივლისს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართება

19 ივლისი, 2023

დღის წესრიგი:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცების შესახებ.

                                                                პროექტის წარმომდგენი: ელენე ბერაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

2. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                პროექტის წარმომდგენი: ელენე ბერაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ.

                                                                პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში - გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

                                                                პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

გააზიარე