ცხელი ხაზი : 599647050

მ/წლის 29 მაისს 12 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა

29 May, 2019

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი:

1."წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის წარმდგენი: თეა სარია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის აპრილის თვის შესრულების შესახებ.
პროექტის წარმდგენი: თეა სარია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.
პროექტის წარმდგენი: თეა სარია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროექტის წარმდგენი: თენგის ფიფია - საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
პროექტის წარმდგენი: მანანა ჭანია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

გააზიარე