მდინარე ჭანისწყალის სანაპირო ზოლზე გამწვანების აქცია ჩატარდა
ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით,მდინარე ჭანისწყალის სანაპირო ზოლზე გამწვანების აქცია ჩატარდა და სხვადასხვა ჯიშის ხეები დაირგო.
აღნიშნულ
აქციაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გელა კვარაცხელიამ.
აქციის მიზანი ბუნების დაცვა და ჯანსაღი გარემოს შექმნაა.
მსგავსი სახის აქციები კვლავაც გაგრძელდება.