მეწყერი მედანისა და ჩქვალერის ტერიტორიაზე
გადაუღებელი წვიმების, წყალმოვარდნების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლარას,ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მეწყერმა დააზიანა.
მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები, ორ ჰექტრამდე მიწა დაიმეწყრა.
უვარგისი გახდა სასმელი წყალიც.დაზიანდა სასმელი წყლისა და გაზსადენის მილები, ელექტროგაყვანილობის ბოძები.
მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და ჯგალი მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა.
გარდა აღნიშნულისა, დამეწყრილია ჩქვალერის სამანქანე გზის მონაკვეთი, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს მიყენებული ზარალის ოდენობას, საფრთხის ხარისხს, რათა დროულად მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა.