ცხელი ხაზი : 599647050

მეწყერი სქური-ტობავარჩხილის გზაზე

24 თებერვალი, 2022

 ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე მუშაობას.

  რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სქური -ტობავარჩხილის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი,რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ტურისტებს,ასევე ადგილობრივ მწყემსებს.

 მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შესწავლილიქნა შექმნილი მდგომარეობა და გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქანები არის მცოცავი და სასწრაფო წესით საჭიროებს ახალი გზის გაჭრას.

  გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია თანხები აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად,

მერიამ წერილობით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს,რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის დროულად მოგვარება.

  ვიმედოვნებთ, ზემოთ ხსენებული უწყების მიერ მოხდება შესაბამისი რეაგირება და შესაძლებელი გახდება პრობლემის დადებითად გადაწყვეტა.

 

გააზიარე