მედანში საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
✔ მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.
✔ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83`450.00 ლარს.
✔ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შაკო+“ ასრულებს.
✔ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალია.
✔ ამბულატორიების მშენებლობა კიდევ ნაკიფუს, მედანის, ჩქვალერისა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
✔ მედანში, ნაკიფუსა და ჩქვალერში ამბულატორიების მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, ფახულანში კი მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ თემი და გარემო“-ს დაფინანსებით განხორციელდება.