ცხელი ხაზი : 599647050

მელიტონ ქანთარიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა

27 დეკემბერი, 2022

 დიდი სამამულო ომის მონაწილის,საბჭოთა კავშირის გმირის მელიტონ ქანთარიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა.

 მელიტონ ქანთარია ქალაქ ჯვარში 1993 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

 ამასთან დაკავშირებით დღეს გმირს პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ

 ამავდროულად ის სიმბოლურად მივიდა ქალაქ ჯვარში არსებულ ბერლინის კედლის ფრაგმენტთან.

 ბერლინის კედელი სამი ათწლეულის მანძილზე წარმოადგენდა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, ცივი ომისა და გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის სიმბოლოს. ბერლინის კედლის დანგრევამ წარმოშვა იმედი იმისა, რომ ხელოვნურად აღმართული არცერთი საოკუპაციო კედელი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, არ დარჩება მუდმივად.

 "მნიშვნელოვანია,რომ ჩვენ გვახსოვს გმირები,რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დიდ სამამულო ომში.დღეს განსაკუთრებით, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე გზას გადის უკრაინა,იბრძვის თავისუფლებისთვის,იბრძვის თვით გამორკვევისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გავიხსენოთ საქართველოს ისტორია.ბერლინის კედლის ნგრევა არის სიმბოლო იმისა, რომ უსამართლობა დაინგრევა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრაგმენტი უკავშირდება ბრძოლას თავისუფლებისათვის და ბრძოლას თვითგამორკვევისთვის“-განაცხადა თამარ ბელქანიამ.

+2

გააზიარე