ცხელი ხაზი : 599647050

მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით,ამ დროისათვის არსებულ ვითარებას გაეცნო

2 აგვისტო, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით,ამ დროისათვის არსებულ ვითარებას გაეცნო.

 წყალმომარაგების სადგურში დანადგარების სამუშაო რეჟიმში რეგულირება მიმდინარეობს.ამ დღეებში კი დაიწყება ქსელის გამორეცხვის,შემდგომ კი დეზინფექციის სამუშაოები,წყლის სატესტო რეჟიმში მიწოდება.

 აღსანიშნავია,რომ პროექტის ფარგლებში 8 ჭაბურღილი და 2 ავზი მოეწყო.სათავე ნაგებობები უკვე წყლით შევსებულია და პირველი ეტაპი სამუშაოების წარმატებით შედგა.

  პროექტის მიმდინარეობასთან მიმართებაში გიორგი ხარჩილავა რუსთაველის ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეხვდა და ამავდროულად სხვა არსებულ პრობლემებსაც გაეცნო. მოსახლეობამ კორპუსის სახურავისა და ფასადების რეაბილიტაციის საკითხები დაასახელა.

 სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად ურთიერთთანამშრომლობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ,რათა ქალაქ ჯვარის მოსახლეობამ სატესტო რეჟიმში სუფთა ხარისხიანი სასმელი წყალი მიიღოს.

გააზიარე