ცხელი ხაზი : 599647050

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

13 April, 2022

  13 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ირაკლი ეგია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები:

   ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

 ბენეფიციარები ახალშობილ ოჯახთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

 დაფინანსდა სარიტუალო ხარჯები;

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N7 დადგენილებით, "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ"მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში,ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით.

  ერთჯერადების გაცემა შეფერხებულია ქალაქ წალენჯიხაში , ვინაიდან მიმდინარე წლის მარტში,ქალაქ წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატს გელა აბულაძეს აღკვეთი ღონისძიებების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

  აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დახმარების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კომისიამ საკრებულოსთან შეთანხმებით გადაწყვიტა:გელა აბულაძეს მიმართ, სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, მოქალაქეთა განცხადებების დაფინანსება მოახდინოს მხოლოდ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.

 

გააზიარე