ცხელი ხაზი : 599647050

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

5 აგვისტო, 2022

 დღეს, 5 აგვისტოს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

  მოქალაქეები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

  ბენეფიციარები ახალშობილთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში;

 პანკინსონის დაავადების მქონე პაციენტები;

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას.

 

გააზიარე