ცხელი ხაზი : 599647050

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

21 ნოემბერი, 2022

 დღეს, 21 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გონერ კვარაცხელია -ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის"თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

 ახალშობილები;

  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

გააზიარე